
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 3
12.04.2018 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ. იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,
ნ. იოსელიანი, ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი, ზ. სტურუა, დ. გურგენიძე,
გ. მაჭარაშვილი, ე. ზენაიშვილი, ალ. არსენიძე, ლ.ჯანჯღავა, ს. გვეტაძე, მ. მილორავა.
სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.
დღის წესრიგი:
- საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი. სტიპენდიების შესახებ ქალთა კომისიის წინადადების განხილვა /ნ.იოსელიანი/.
- ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი შედეგების განხილვა / აკ.იაშვილი, ზ.სტურუა/;
- ევროპის ქალთა ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში შედეგების განხილვა /გ.გიორგაძე/;
- ვაჟთა ნაკრების კაპიტნის კანდიდატურის განხილვა /გ.გიორგაძე/;
- აკ.იაშვილის ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერის შესახებ /გ.გიორგაძე/;
- ინფორმაცია მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობის შესახებ /გ. გიორგაძე/;
- ინფორმაცია მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების ეკიპირებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ /გ. გიორგაძე/;
- პროგრამა ”ჭადრაკი სკოლაში” II ეტაპის დაწყების შესახებ /ალ.არსენიძე/;
- სხვადასხვა.
გამგეობის გადაწყვეტილებები:
- ინფორმაცია საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. შედეგები შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;
ქალთა კომისიის წინადადება სტიპენდიების შესახებ დამტკიცდეს.
2018 წლის 1 აგვისტომდე დადგინდეს მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა მეორე ნაკრები გუნდის შემადგენლობა. გუნდი შედგეს შემდეგი პრინციპით:
2 წევრი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით (ფედერაციის ნომინაციით);
3 წევრი 2018 წლის 1 აგვისტოს რეიტინგით: რეიტინგები დაითვალოს 1 აგვისტომდე წინა 6 თვის საშუალო რეიტინგის გამოანგარიშებით. მოჭადრაკეს 2018 წლის 1 თებერვლიდან1 აგვისტომდე ნათამაშევი უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ტურნირისა (18 პარტია).
- ინფორმაცია ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. საორგანიზაციო კუთხით შეფასდეს წარმატებულად, ხოლო ვაჟთა შედეგები წარუმატებლად.
- ინფორმაცია ევროპის ქალთა ჩემპიონატის რაპიდსა და ბლიცში ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.საორგანიზაციო კუთხით შეფასდეს წარმატებულად, ხოლო ქალთა შედეგები წარუმატებლად.
- ვაჟთა ნაკრების კაპიტნად ვაჟთა ნაკრების წევრებთან შეთანხმებით დამტკიცდა ნინო გურიელის კანდიდატურა.
- გამგეობის წევრებმა მხარი დაუჭირეს აკ.იაშვილს კანდიდატურას ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კენჭის საყრელად.
- ინფორმაცია მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.
- დადგინდა - მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების ეკიპირებაზე გამოცხდდეს კონკურსი.
- ინფორმაცია პროგრამა ”ჭადრაკი სკოლაში” II ეტაპის დაწყების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.
განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შედგეს მუშა ჯგუფი, სექტემბრიდან შევიდეს პროგრამა”ჭადრაკი სკოლაში”იმ სკოლებში, რომლებსაც სურვილი აქვთ ასწავლონ ჭადრაკი.
სხდომის თავ – რე: გიორგი გიორგაძე
მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი

- სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ დაადგინა...
- ავტორი:
- თარიღი: 15-04-2018 2:24 PM
- Tags: