ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა

                     

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის     ოქმი # 5         

07.10.2019 წ. 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, ნ. იოსელიანი,  დ. გურგენიძე,                                

გ. მაჭარაშვილი, ა. არსენიძე,  ლ.ჯანჯღავა, ს. გვეტაძე, მ. მილორავა, მ. მჭედლიშვილი,                                                 

 მ. ლომინეიშვილი, დ. კოდუა.

სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

დღის წესრიგი:

 

  1. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა მე-3 ნაკრების შემადგენლობის დამტკიცება                            / ს. გვეტაძე/;
  2. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვაჟთა 1-ლ ნაკრებში ცვლილებების შესახებ                                     /მ. მჭედლიშვილი/;
  3. ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019 -ის შედეგების შეფასება /დ.კოდუა/;
  4. ნინო ხურციძის თასი-2019 -ის შედეგების შეფასება  /გ.გიორგაძე/;
  5. სხვადასხვა:

ა)საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რებრენდინგის შესახებ /გ.გიორგაძე/;

ბ)ფიდეს- რეიტინგ-ლისტის განახლების შესახებ /გ.გიორგაძე/.

 

გამგეობის გადაწყვეტილება:  

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე (23.10-03.11.2019 წ. ქ. ბათუმი) ქალთა მე-3 ნაკრები დაკომპლექტდეს შემდეგი კრიტერიუმით:

ა) საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონები(14,16,18 და 20 წ.წ.);

ბ) 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით (2019 წ. 1 იანვრიდან დღემდე საშუალო რეიტინგით).

  1. წოწონავა ელენე – 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
  2. ქორიძე ლილე – 18 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
  3. ესაძე თამარ – 16 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
  4. ლომაია დიანა – 14 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
  5. ფიფია ეკატერინე – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით;
  6. დონღვანი ნია – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით, 1-ლი კანდიდატი.

 იმის გამო, რომ ე. წოწონავა  მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წ. გოგონათა შორის (14.10-26.102019 წ. ინდოეთი)  ე. წოწონავას მაგივრად გუნდში მოხვდა ნ.დონღვანი, როგორც 1-ლი სათადარიგო მონაწილე.

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა მე-3 ნაკრები დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით:

  •  
    1. ქორიძე ლილე – 18 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
    2. ესაძე თამარ – 16 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
    3. ლომაია დიანა – 14 წლამდე საქართველოს ჩემპიონი;
    4. ფიფია ეკატერინე – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით;
    5. დონღვანი ნია – 16 წლამდე საუკეთესო რეიტინგით.
  • ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვაჟთა 1-ლ ნაკრებში, გუნდის კაპიტნად დ. ჯოჯუას ნაცვლად დაინიშნა პ.გელაზონია. დამხმარე მწვრთნელად თ. სანიკიძე.

ქალთა მე-2 ნაკრების მწვრთნელად პ.გელაზონიას ნაცვლად დ. ზარქუა;

 

  1. ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019 -ის  ჩატარებისთვის გაწეული საორგანიზაციო მუშაობა შეფასდეს წარმატებულად;
  2. ნინო ხურციძის თასი-2019 -ის  ჩატარებისთვის გაწეული საორგანიზაციო მუშაობა შეფასდეს წარმატებულად;

მადლობა გამოეცხადოს ტურნირის დირექტორს, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ზაზა ლომინაძეს, ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

  1. სხვადასხვა:

ა) ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რებრენდინგის შესახებ

     მიღებულ იქნას ცნობად.

ბ) ინფორმაცია ფიდეს- რეიტინგ-ლისტის განახლების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.

 დაევალოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურ მდივანს სოფიო გვეტაძეს

კოორდინაცია გაუწიოს საკითხს, ღონისძიებების/მსაჯთა და  საკვალიფიკაციო      

კომისიასთან ერთად,  განაახლონ ქართველ მოჭადრაკეთა რეიტინგ-ლისტი.

 

 სხდომის თავავმჯდომარე: გიორგი გიორგაძე

მდივანი:   მარგალიტა თანდაშვილი 

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-10-2019 7:05 PM
  • Tags:
Top