ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი” 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

20-27 ნოემბერი, 2019 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

20.11-27.11. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  •    8 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  •    8 წლამდე გოგონათა შორის - 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

- 10 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

- 10 წლამდე გოგონათა შორის - 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

- 12 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

- 12 წლამდე გოგონათა შორის - 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

- სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

- რეიტინგიან მოჭადრაკეთა 30%-ზე მეტი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის  19 ნოემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

 სს "თიბისი ბანკი"

 საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  19 ნოემბრის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები (ოთხი ან მეტი შვილი) განთავისუფლებულნი

არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე                                  

(19 ნოემბრის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების

 თანდართვით.

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

  - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

ურთიერთშორის შეხვედრა;

ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;

მოგებების მეტი რაოდენობით.

ტურნირის განრიგი:                                                                                                                                             

ტური

რიცხვი 

დრო

ჩამოსვლის დღე

20 ნოემბერი

 

I ტურის კენჭისყრა

21 ნოემბერი

12:00

გახსნა

21 ნოემბერი

14:30

I ტური

21 ნოემბერი

15:00

II ტური

22 ნოემბერი

15:00

III ტური

23 ნოემბერი

15:00

IV ტური

24 ნოემბერი

15:00

V ტური

25 ნოემბერი

15:00

VI ტური

26 ნოემბერი

15:00

VII ტური

27 ნოემბერი

15:00

დახურვა

27 ნოემბერი

19:00

 

გამარჯვებულები:

ა) I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და

    ფულადი პრიზებით.

ბ) II-III ადგილზე  გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი         პრიზებით.

გ) ყველა ტურნირის შედეგების მიხედვით გამოვლინდება 3 საუკეთესო მწვრთნელი, რომლებიც

დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 10 ქულას, II ადგილი - 5 ქულას, III ადგილი -                     

  3 ქულას.

- მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მწვრთნელებმა მოსწავლეების სია უნდა

 წარმოადგინონ II ტურის დაწყებამდე (იმ მოსწავლეების, რომლებიც 2019 წლის 1 სექტემბრიდან

მეცადინეობდნენ მასთან. რეგისტრაციისას უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ 1 მწვრთნელი).

დ) პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ:

- 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - III სპორტული თანრიგი.

- 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - II სპორტული თანრიგი.

- 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - I სპორტული თანრიგი.

პრიზები: საპრიზო ფონდია 6000 ლარი.

ადგილი

12წ. ჭაბუკები

12წ. გოგონები

10წ. ჭაბუკები

10წ. გოგონები

8წ. ჭაბუკები

8წ. გოგონები

1

400

400

400

400

400

400

2

250

250

250

250

250

250

3

150

150

150

150

150

150

 

 

მწვრთნელთა ფულადი პრიზები: I ადგილი - 600 ლარი, II ადგილი - 400 ლარი, III ადგილი - 200 ლარი.

საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

 - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

   შესაბამისად.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

 

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი” 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-11-2019 5:27 PM
  • Tags:
Top