ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი” ონლაინ ტურნირები 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

25-28 დეკემბერი, 2020 წ.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

25.12-28.12. 2020  წ.   ონლაინ პლატფორმა www.chess.com

მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წლის საქართველოს 8, 10, 12 წლამდე ჭაბუკთა და

გოგონათა ჩემპიონატებში 1-10 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს:

  •    8 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
  •    8 წლამდე გოგონათა შორის - 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

- 10 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

- 10 წლამდე გოგონათა შორის - 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

- 12 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;

- 12 წლამდე გოგონათა შორის - 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;

- იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ჩემპიონატის ათეულიდან რომელიმე მოჭადრაკე არ მიიღებს მონაწილეობს ტურნირში მაშინ მას ჩაანაცვლებს მე-11 ადგილზე გასული მოჭადრაკე და ა.შ

სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება წრიული სისტემით 9 ტურად.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (თან

ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი 2020 წლის 22 დეკემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-           

ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე - https://forms.gle/EsRcrscLGEPfdaNY7

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  22 დეკემბრის 18.00 საათი.

-  ყველა მოჭადრაკე განთავისუფლებულია სატურნირო შესატანისგან.

თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. მოგებების მეტი რაოდენობა;

3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;

4. კოიას სისტემა.

  1. ტურნირის განრიგი:            

 ტ უ რ ი

 დ ღ ე

 ს ა ა თ ი

ვებინარი და ტესტ ტურნირი

25 დეკემბერი

8 წლამდე -15:00

10 და 12 წლამდე -18:00

გ ა ხ ს ნ ა

26 დეკემბერი

14:30

 I ტური

26 დეკემბერი

15:00

 II ტური

26 დეკემბერი

16:30

 III ტური

26 დეკემბერი

18:00

 IV ტური

27 დეკემბერი

15:00

 V ტური

27 დეკემბერი

16:30

 VI ტური

27 დეკემბერი

18:00

 VII ტური

28 დეკემბერი

15:00

 VIII ტური

28 დეკემბერი

16:30

 VIII ტური

28 დეკემბერი

18:00

 IX ტური

28 დეკემბერი

19:00

 

                                                                                                                               

გამარჯვებულები:

- ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით.

- I-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ჩაუტარდებათ ონლაინ გაკვეთილები საერთაშორისო დიდოსტატთან.

საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

- მოჭადრაკეები ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელი და გვარით სრულად უნდა

ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში Zoom - ის მეშვეობით. მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის

დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული

როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom - ის ვიდეო გამოსახულება

მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს

მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს

დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom - ის    საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom - თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

- არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა

მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);

- მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ონლაინ პლატფორმა chess.com - ი დაბლოკავს მას ან

მსაჯები Zoom-ში ჩართვისას აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა

კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება.

ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეებიის საკითხი შემდგომი დისციპლინარული დასჯისათვის

გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეთიკის კომისიას, ასევე ფიდეს შესაბამის კომისიას.

- მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება

სხვა პირი;

- კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი

აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე

გვერდი გარდა Zoom - ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;

- პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;

- მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის

წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული

დროიდან;

რეკომენდირებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება.

- განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების

გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ტურნირი.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

- ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა - www.chess.com (იხილეთ წესები - დანართი 1)

- ყველა მონაწილე ვალდებულია ონლაინ პლატფორმაზე (პარამეტრებში / Settings) მიუთითოს თავისი

ნამდვილი სახელი და გვარი.

- მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ონლაინ პლატფორმა www.chess.com შესაბამის ვირტუალურ

კლუბში 24 დეკემბრის 18:00 საათამდე:

Georgian Chess Federations Cup U8-12- ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირების და სხვა ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის

გასაცნობად 25 დეკემბერს გაიმართება ვებინარი და ტესტ ტურნირი:

8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის - 15:00 საათზე -

10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის - 18:00 საათზე -

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ალექსანდრე არსენიძე.

 

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი” ონლაინ ტურნირები 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-12-2020 11:53 PM
  • Tags:
Top