ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

 

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

8-17 მაისი 2019 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

08.05-17.05. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

  1. მონაწილენი:

ა) ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  •    8 წლამდე - 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

- 10 წლამდე - 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

- 12 წლამდე - 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

- 14 წლამდე - 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;                                                          

- 16 წლამდე - 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

- 18 წლამდე - 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ბ) 8, 10 და 12 წლამდე ტურნირში დაიშვებიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:                                                                 

- 2018 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ათეულში გასული შესაბამისი ასაკის

  •              

- 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატში I-III ადგილზე გასული შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეები;

- საქართველოს 2019 წლის8, 10 და 12 წლამდე ჩემპიონატების აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების

პირველი ლიგებიდან - 5-5 მოჭადრაკე;

- 2019 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან ადგილები მიეცემათ:

3-3 ადგილი ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს, 2-2 ადგილი აჭარის ა/რ და სამეგრელოს რეგიონს,

დანარჩენ რეგიონებს 1-1 ადგილი.

ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ რეგიონებს რეგიონული ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად:5-14 მონაწილეზე 1 ადგილი; 15-24 მონაწილეზე 2 ადგილი; 25-34 მონაწილეზე 3 ადგილი; 35-44 მონაწილეზე  4 ადგილი და ა.შ.

  1. სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

- რეიტინგიან მოჭადრაკეთა 30%-ზე მეტი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

  1. დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის

ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

  1.  
  1. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის  6 მაისის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

  

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

             სს "თიბისი ბანკი"

             საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

 

  -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  6 მაისის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

    შესატანიდან.

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

        - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

  1. თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  1. ტურნირის განრიგი:                                                                                                                                             
  •  
  •  

8 და 10 წლის ჭაბუკები და გოგონები

12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკები და გოგონები

ჩამოსვლის დღე

8 მაისი

 

 

I ტურის კენჭისყრა

9 მაისი

  1.  
  1.  
  • გახსნა

9 მაისი

  1.  
  1.  
  1. ტური

9 მაისი

10:30

16:00

II  ტური

10 მაისი

10:30

16:00

III ტური

11 მაისი

10:30

16:00

IV ტური

12 მაისი

10:30

16:00

V ტური

13 მაისი

10:30

16:00

VI ტური

14 მაისი

10:30

16:00

VII ტური

15 მაისი

10:30

16:00

VIII ტური

16 მაისი

10:30

16:00

IX ტური

17 მაისი

10:30

16:00

 დახურვა

17 მაისი

20:00

20:00

 

 

 

  1.  
  1. გამარჯვებულები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და

ფასიანი საჩუქრებით.

- II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

ფასიანი საჩუქრებით.

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს

  • საგზურებს. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

- II ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა ევროპის

ჩემპიონატის საგზურს.

- I-V ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ საკუთარი ხარჯებით მიიღონ  მონაწილეობა 

მსოფლიოს და ევროპისჩემპიონატში.

- საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული

ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;

ბ) II - III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

- სპორტული თანრიგი პირდაპირი წესით ენიჭება საქართველოს ჩემპიონებს:

- 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - III სპორტული თანრიგი.

- 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - II სპორტული თანრიგი.

- 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - I სპორტული თანრიგი.

- 14-18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - სპორტის ოსტატის კანდიდატობა.

  1. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

            - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

               სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

   შესაბამისად.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

 

 

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

 

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 26-04-2019 4:58 PM
  • Tags:
Top