ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019” IV ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

20 ნოემბერი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

    ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის IV ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი

    20.11. 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

- ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი, ვისაც

აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

- ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის                     

2019 წლის საწევროს გადახდა.  სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი

ორგანიზაციები.

- სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანებს)

გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

    - ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 

    - თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

5. თაი – ბრექი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი ბლიცში.

7.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს

ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტები 2019 წლის  20 ნოემბრის 14:00 საათამდე:

ნატა ალავიძე. ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  5-58 11-86-83.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

სს "თიბისი ბანკი"

 საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები განთავისუფლებულნი არიან  სატურნირო 

შესატანისგან.

8.  ტურნირის განრიგი:

ტური

თარიღი

დრო

რეგისტრაცია

20 ნოემბერი

11:00 – 14:00

I ტურის კენჭისყრა

20 ნოემბერი

14:30

გახსნა

20 ნოემბერი

15:00

I-IX    ტური

20 ნოემბერი

15:00

დახურვა

20 ნოემბერი

 

 

9.    პრიზები : საპრიზო ფონდია:  600 ლარი.

 

 

1

2

3

ქალები

250

150

100

ELO 2000<

50

 

 

ELO 1600<

50

 

 

 

    

   თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში საპრიზო ადგილები განაწილდება 

   კოეფიციენტით, მაგრამ  ფულადი პრიზები გაიყოფა თანაბრად.

   ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის   

   შესაბამისად.

10. გამარჯვებულები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

- II და III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და

დიპლომებით.

 - რეიტინგ კატეგორიებში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

11. საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 3 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში

უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში,

რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიაზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა                                                                           

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: ”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019” IV ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-10-2019 10:30 PM
  • Tags:
Top