ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

18-30 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

18.03-30.03.2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 12 მონაწილეს შორის.

თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან  ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 

  1. განრიგი:

ტური

დღე

საათი

გახსნა და კენჭისყრა

18 მარტი

13.00

I ტური

19 მარტი

15.00

II ტური

20 მარტი

15.00

III ტური 

21 მარტი

15.00

IV ტური

22 მარტი

15.00

V ტური

23 მარტი

15.00

VI ტური

24 მარტი

15.00

დასვენების დღე

25 მარტი

 

VII ტური

26 მარტი

15.00

VIII ტური

27 მარტი

15.00

IX ტური

28 მარტი

15.00

X ტური

29 მარტი

15.00

XI ტური

30 მარტი

15.00

დახურვა

30 მარტი

 

 

  1. მონაწილენი:

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორს;
  2. საქართველოს 2018 წლის ქალთა პირველი ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგიდან I-V მოჭადრაკეს.

     ა) ვაკანტური ადგილები შეივსება 2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ფიდეს უმაღლესი

რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით;

          ბ) უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს

2019 წლის 28 თებერვლისა.

  1.  კვალიფიკაცია:

ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

  1. თაი-ბრეიქი:

         გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში:

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. მოგებების მეტი რაოდენობა;

3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;

4. კოიას სისტემა.

5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები (იხ. დანართი 1)

 8.  გამარჯვებულნი:

     - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

     - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

     - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა  76-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.                  

9.  დაჯილდოვება:

       - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;

       - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;

       - I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

          საპრიზო ფონდი: 17500 ლარი.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

პრიზები არ იყოფა.

          პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.                                                                         

  10. საერთო წესები:

         -  ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

         -  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

         -  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

             სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

შესაბამისად (იხ. დანართი 2).

  • ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

11. მონაწილეების ვალდებულებები:

- დრეს-კოდი: სათამაშო ზონაში არ დაიშვებიან მონაწილეები სპორტული ტანსაცმლით და

ფეხსაცმლით, ქუდით, ქურთუკით და არაკლასიკური ჯინსით.

       -  მედია აქტივობები: ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან 

დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ ორგანიზატორის მოთხოვნა და მიიღონ  მონაწილეობა მოკლე

ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას,                         

მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა ოფიციალურ მიღებებს.

 ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ნანა ალექსანდრია

  • სათაური: საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-03-2019 4:49 PM
  • Tags:
Top