ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგა

                           

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1 - 10 დეკემბერი 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     01.12-10.12. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

     თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტური

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

1 დეკემბერი

 

კენჭისყრა

2 დეკემბერი

12.00

გახსნა

2 დეკემბერი

15.00

I ტური

2 დეკემბერი

15.00

II ტური

3 დეკემბერი

15.00

III ტური

4 დეკემბერი

15.00

IV ტური

5 დეკემბერი

15.00

V ტური

6 დეკემბერი

15.00

VI ტური

7 დეკემბერი

15.00

VII ტური

8 დეკემბერი

15.00

VIII ტური

9 დეკემბერი

15.00

IX ტური

10 დეკემბერი

15.00

დახურვა

10 დეკემბერი

19.00

 

5. მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს.

მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო

შესატანი) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

6.

7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი 2019 წლის  1 დეკემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი"

             საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  1 დეკემბრის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

- საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლდებიან სატურნირო შესატანისგან.

    - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.                                                  

8.  თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. დაჯილდოება:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

- II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

- I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

10.  საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2020 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის

ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

1. საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის I-III  პრიზიორებს;

2. საქართველოს 2019 წლის ქალთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;

3. I ლიგის საუკეთესო 1-3 მოჭადრაკეს;

უმაღლესი ვაკანტური ადგილები შეივსება შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით.

11. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

-  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ;

-  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

 სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.                                

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

  • სათაური: საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-11-2019 9:59 PM
  • Tags:
Top