ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

20-30 ივლისი, 2020 წ, ჭადრაკის სასახლე, თბილისი.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

20.07-30.07.2020 წ. ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.

სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შო რის.თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე   30 წამის დამატებით.

განრიგი:

ტური

დღე

საათი

ტექნიკური შეხვედრა

20 ივლისი

16.30

გახსნა

20 ივლისი

17.00

I ტური

21 ივლისი

15.00

II ტური

22 ივლისი

15.00

III ტური 

23 ივლისი

15.00

IV ტური

24 ივლისი

15.00

V ტური

25 ივლისი

15.00

დასვენების დღე

26 ივლისი

 

VI ტური

27 ივლისი

15.00

VII ტური

28 ივლისი

15.00

VIII ტური

29 ივლისი

15.00

IX ტური

30 ივლისი

15.00

დახურვა

30 ივლისი

 

 

მონაწილენი:

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორს;
  2. საქართველოს 2019 წლის ქალთა პირველი ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგიდან გასულ I-III მოჭადრაკეს.

ა) უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული

მოჭადრაკით;

ბ) უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს

2020 წლის 5 ივლისისა.

კვალიფიკაცია:

ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

თაი-ბრეიქი:

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების

შემთხვევაში:

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. მოგებების მეტი რაოდენობა;

3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;

4. კოიას სისტემა.

5. თუ ოთხივე მაჩვენებელი თანაბარია, ჩატარდება დამატებითი მატჩები (იხ. დანართი 1)

 8.  გამარჯვებულნი:

     - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის

        კანდიდატად;

     - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2020 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე,      

        იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი ჩატარდება 2020 წლის განმავლობაში;

     - I - III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2021 წლის საქართველოს ქალთა                   

        78-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

9.  დაჯილდოება:

       - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;

       - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;

       - ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

          საპრიზო ფონდი: 30600 ლარი.

ადგ.

პრიზი

1

10000 ლარი

2

7000 ლარი

3

5000 ლარი

4

3000 ლარი

5

2000 ლარი

6

1000 ლარი

7

800 ლარი

8

700 ლარი

9

600 ლარი

10

500 ლარი

პრიზები არ იყოფა.

ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.                                                                        

  10. საერთო წესები:

         -  ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

         -  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

         -  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

             სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების #10. 20/01/2014 წ.

შესაბამისად (იხ. დანართი 2).

  • ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის ტექნიკურ შეხვედრაზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

უკან დაუბრუნდება.

11. მონაწილეთა  ვალდებულებები:

- კოვიდ - 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 3 -ით.

- დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის   ტექნიკურ შეხვედრას და  გახსნა-დახურვის ცერემონიას.                    

- მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.

- დრესკოდი: სათამაშო ზონაში არ დაიშვებიან მონაწილეები სპორტული ტანსაცმლით და

ფეხსაცმლით, ქუდით და არაკლასიკური ჯინსით.

 

         

  • სათაური: საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-07-2020 9:39 PM
  • Tags:
Top