ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა ნაკრები - ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ბათუმში, დასრულებული ევროპის  რიგით, XXII გუნდური ჩემპიონატის დასკვნით, მეცხრე ტურში საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა 3:1 დაამარცხა ქალთა მეორე გუნდი და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ქართული გუნდების ტექნიკური შედეგები:

ქალები:

საქართველო  (II) 3 : 1   საქართველო  (I)

პოლონეთი            4 : 0   საქართველო  (III)

ვაჟები

საქართველო (I) 3,5:0,5  ჰოლანდია

მოლდავეთი        2 : 2  საქართველო  (II).

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოჭადრაკეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს პირად დაფებზე! ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა! მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე ასევე საუკეთესო იყო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მერი არაბიძე! ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მეორე ინდივიდუალურ დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა! ასევე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა, ინდივიდუალურ მეორე დაფაზე ივან ჩეპარინოვი!

საბოლოო სატურნირო შედეგები:

ქალები:

I ადგილი   - რუსეთი - 16 ქულა;

II  ადგილი  - საქართველო - 15 ქულა;

III  ადგილი - აზერბაიჯანი - 14 ქულა;

IV - უკრაინა - 12 ქულა

V -ჰოლანდია - 12 ქულა

VI- რუმინეთი - 11 ქულა

VII- სომხეთი - 11 ქულა

VIII- თურქეთი - 11 ქულა

IX -საქართველო II – 10 ქულა

X - უნგრეთი - 10 ქულა

22.საქართველო III - 8 ქულა

ვაჟები:

I ადგილი   - რუსეთი - 15 ქულა;

II  ადგილი - უკრაინა - 14 ქულა;

III  ადგილი - ინგლისი - 14 ქულა;

IV-  სომხეთი 13 ქულა

V - ხორვატია -12 ქულა

VI - აზერბაიჯანი -11 ქულა

VII - ესპანეთი -11 ქულა

VIII- გერმანია- 11 ქულა

IX - საფრანგეთი -11 ქულა

X -  ჩეხეთი 11- ქულა

XI -  საქართველო I -10 ქულა

XXVIII -  საქართელო II - 8 ქულა

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

საქართველო (I)

ნანა ძაგნიძე              (2502)  - 7 (9);

ლელა ჯავახიშვილი (2457) – 5 (8);

ბელა ხოტენაშვილი (2446) – 4,5 (7);

მერი არაბიძე             (2398) – 6,5(8);

სალომე მელია          (2380) – 2,5 (4);

საქართველო  (II)

ნინო ბაციაშვილი (2422) –5 (8);

ნინო ხომერიკი      (2315)-  3 (8);

სოფიკო ხუხაშვილი (2341)- 4 (7);

სოფიო გვეტაძე (2297) – 5 (8);

მირანდა მიქაძე  (2279) – 2,5 (5).

საქართველო  (III)

ლილე ქორიძე (1988)  - 4 (8);

ეკატერინე ფიფია (1935) – 2 (7);

თამარ ესაძე (1885) – 3 (7);

ნია დონღვანი (1903) – 2,5 (7);

დიანა ლომაია (1861) – 4,5 (7).

ვაჟები:

საქართველო (I) 

ბაადურ ჯობავა     (2617) – 3,5 ქულა (8-დან);

ივან ჩეპარინოვი  (2670) – 6,5 (9);

ლევან ფანცულაია (2603) – 4,5 (8);

ლუკა პაიჭაძე           (2574) – 3 (6);

გიგა ყუფარაძე        (2457) – 3,5(5);

საქართველო  (II)

ნოე თუთისანი (2412)  - 3,5 (9);

ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441) – 3(8);

ნიკოლოზ კაჭარავა (2428) – 1,5(6);

გიორგი სიბაშვილი (2382) – 4 (6);

ლუკა ობოლაძე         (2336)  - 4 (7).

24 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრამდე, სასტუმრო 'შერატონში' ევროპის 39 ქვეყნის  გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოდას. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ  უკვე  უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი იცავდა: სამი ქალთა და ორი  ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის:140 საერთაშორისო დიდოსტატი; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს ოსტატი იყო.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთო პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

სათამაშო დღეები: 24-28 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 29 ოქტომბერი - დასვენების დღე.

ორგანიზატორები:

აჭარის მთავრობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა  და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები:

ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი

ქალთა შორის:

I    ადგილი  (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;

II   ადგილი  (4) - 1992 წელი, დებრეცენი,უნგრეთი; 2005 წელი,გეტებორგი,შვედეთი; 2009 წელი, ნოვი-სადი,სერბეთი; 2017 წელი,კრეტა,საბერძნეთი

III  ადგილი  (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; 2015 წელი, რეიკივიაკი,ისლანდია;

ფოტოგალერეა

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

 

 

 

  • სათაური: საქართველოს ქალთა ნაკრები - ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-11-2019 2:48 AM
  • Tags:
Top