ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა პოლონეთის გუნდი!

 

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა მსოფლიო ტოპ-ათეულის წარმომადგენელ პოლონეთის ნაკრებთან! პაექრობა 3 დღეს მიმდინარეობდა, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, შემდეგი რეგლამენტით: 10 წუთი მთელ პარტიაზე, პირველივე სვლიდან 10 წამის დამატებით;3 წუთი პარტიაზე+2 წამი პირველივე სვლიდან.

სამი დღის განამავლობაში 24 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ,  ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით:74,5 :  57,5 (37,5:28,5;37:29) გაიმარჯვეს!

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლელა ჯავახიშვილი დასახელდა - მის აქტივში 24-დან 17 ქულაა!

საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:

  1. ნანა ძაგნიძე            (2524)
  2. ლელა ჯავახიშვილი (2473)
  3. ნინო ბაციაშვილი (2460)
  4. მერი არაბიძე         (2437)
  5. სალომე მელია      (2371)
  6. სოფიკო ხუხაშვილი (2334)

პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:

  1. მონიკა სოჩკო         (2421)
  2. კარინა სიფკა          (2415)
  3. იოლანტა ზავადკა (2399)
  4. ივეტა რახლიჩი      (2394)
  5. კლაუდია კულონი (2347)
  6. იულია ანტოლაკი  (2313)
  7. ალისია სლივიჩკა  (2311)

პარტიების პირდაპირი ჩვენება:

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

 

  • სათაური: საქართველოს ქალთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა პოლონეთის გუნდი!
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-11-2020 8:37 PM
  • Tags:
Top