ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

18-22 დეკემბერი 2020 წ.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

18.12-22.12. 2020  წ.   ონლაინ პლატფორმა www.chess.com

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

14 წლამდე - 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

- 18 წლამდე - 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

- სწრაფ ჭადრაკში - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

- ელვისებურ ჭადრაკში - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა                        

(თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე

ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის                         

17 დეკემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:

სწრაფ ჭადრაკში - https://forms.gle/HVu3HUsDrRAuo1Nv7

ელვისებურ ჭადრაკში -https://forms.gle/ZixEBDq3dCfnMasU8

2020 წლის17 დეკემბრის 18.00 საათამდე.

  -  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია:

სწრაფ ჭადრაკში-  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

ელვისებურ ჭადრაკში - 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

             სს "თიბისი ბანკი"

             საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

         -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  17 დეკემბრის 18.00 საათი.

თაი- ბრეიქი:

- ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  1. ტურნირის განრიგი:                                             

- სწრაფ ჭადრაკში

 ტ უ რ ი

 დ ღ ე

ს ა ა თ ი

ვებინარი და ტესტ ტურნირი

18 დეკემბერი

14 წლამდე - 15:00

18 წლამდე - 18:00

 გახსნა

19 დეკემბერი

 14:30

   I ტური

19 დეკემბერი

15:00

   II ტური

19 დეკემბერი

16:30

  III ტური

19 დეკემბერი

18:00

  IV ტური

20 დეკემბერი

15:00

   V ტური

20 დეკემბერი

16:30

   VI ტური

20 დეკემბერი

18:00

  VII ტური

21 დეკემბერი

15:00

   VIII ტური

21 დეკემბერი

16:30

   IX ტური

21 დეკემბერი

18:00

   დახურვა

21 დეკემბერი

19:00

 

- ელვისებურ ჭადრაკში

   ტური

დღე

საათი

 გახსნა

22 დეკემბერი

14:30

  I - IX ტური

22 დეკემბერი

15:00

დახურვა

22 დეკემბერი

18:00

 

 

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

გამარჯვებულები:

- ჩემპიონატის გამარჯვებულები დასახელდებიან ტურნირის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში,

როდესაც ონლაინ პლატფორმა chess.com -ის მიერ დასრულდება პარტიების შემოწმება სამართლიანი

თამაშის პრინციპების დაცვაზე.

- ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით

საერთო წესები:

- სწრაფ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს

ჩაეთვლება წაგება;

- ელვისებურ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 5 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

- მოჭადრაკეები ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელი და გვარით სრულად უნდა

ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში Zoom - ის მეშვეობით. მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის

დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული

როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom - ის ვიდეო გამოსახულება

მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს

მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს

დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom - ის    საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom - თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

- არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა

მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);

- მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ონლაინ პლატფორმა chess.com - ი დაბლოკავს მას ან

მსაჯები Zoom-ში ჩართვისას აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა

კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება.

ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეებიის საკითხი შემდგომი დისციპლინარული დასჯისათვის

გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეთიკის კომისიას, ასევე ფიდეს შესაბამის კომისიას.

- მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება

სხვა პირი;

- კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი

აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე

გვერდი გარდა Zoom - ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;

- პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;

- მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის

წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული

დროიდან;

რეკომენდირებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება.

- განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების

გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ტურნირი.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

- ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა - www.chess.com (იხილეთ წესები - დანართი 1)

- ყველა მონაწილე ვალდებულია ონლაინ პლატფორმაზე (პარამეტრებში / Settings) მიუთითოს თავისი

ნამდვილი სახელი და გვარი.

- მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ონლაინ პლატფორმა www.chess.com შესაბამის ვირტუალურ

კლუბში 17 დეკემბრის 22:00 საათამდე:

14 წლამდე ჭაბუკები - Georgian Rapid and Blitz Championship U14 Boys

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u14-boys)

14 წლამდე გოგონები - Georgian Rapid and Blitz Championship U14 Girls

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u14-girls)

18 წლამდე ჭაბუკები - Georgian Rapid and Blitz Championship U18 Boys

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u18-boys)

18 წლამდე გოგონები - Georgian Rapid and Blitz Championship U18 Girls

(https://www.chess.com/club/georgian-rapid-and-blitz-championship-u18-girls)

- ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის გასაცნობად 18 დეკემბერს გაიმართება ვებინარი და ტესტ

14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის - 15:00 საათზე -

18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის - 18:00 საათზე -

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ალექსანდრე არსენიძე.

 

  • სათაური: საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-12-2020 2:26 AM
  • Tags:
Top