ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში;U10 ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

01.12-06.12. 2020  წ.   ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

10 წლამდე - 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

- სწრაფ ჭადრაკში - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

- ელვისებურ ჭადრაკში - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა                                    

(თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე

ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის              

29 ნოემბრის 18.00 საათამდე:ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:

სწრაფ ჭადრაკში - https://forms.gle/kMC9KsLFbNsZimSk6

ელვისებურ ჭადრაკში - https://forms.gle/bWA5XJfEgfzwZKNC7

2020 წლის29 ნოემბრის 18.00 საათამდე.

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

სს "თიბისი ბანკი"

 საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

 -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  29 ნოემბრის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია:

სწრაფ ჭადრაკში-  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

ელვისებურ ჭადრაკში - 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

   შესატანიდან.

თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

ურთიერთშორის შეხვედრა;

ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;

მოგებების მეტი რაოდენობით.

ტურნირის განრიგი:                                             

- სწრაფ ჭადრაკში

ტური

თარიღი

10 წლის ჭაბუკები და გოგონები

ვებინარი და ტესტ ტურნირი

1 დეკემბერი

12:00

გ ა ხ ს ნ ა

2 დეკემბერი

11:50

 I ტური

2 დეკემბერი

12:00

 II ტური

2 დეკემბერი

13:00

 III ტური

2 დეკემბერი

14:00

 IV ტური

3 დეკემბერი

12:00

 V ტური

3 დეკემბერი

13:00

 VI ტური

3 დეკემბერი

14:00

 VII ტური

4 დეკემბერი

12:00

VIII ტური

4 დეკემბერი

13:00

IX ტური

4 დეკემბერი

14:00

დ ა ხ უ რ ვ ა

4 დეკემბერი

20:00

 

- ელვისებურ ჭადრაკში

ტ უ რ ი

თ ა რ ი ღ ი

10 წლის ჭაბუკები და გოგონები

გ ა ხ ს ნ ა

5 დეკემბერი

11:50

 I ტური

5 დეკემბერი

12:00

 II ტური

5 დეკემბერი

12:30

 III ტური

5 დეკემბერი

13:00

 IV ტური

5 დეკემბერი

13:30

 V ტური

6 დეკემბერი

12:00

 VI ტური

6 დეკემბერი

12:30

 VII ტური

6 დეკემბერი

13:00

 VIII ტური

6 დეკემბერი

13:30

 IX ტური

6 დეკემბერი

14:00

 დ ა ხ უ რ ვ ა

6 დეკემბერი

20:00

 

 

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

გამარჯვებულები:

- ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული

საერთო წესები:

- სწრაფ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს

ჩაეთვლება წაგება.

- ელვისებურ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 5 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

 - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

შესაბამისად.

- ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,   საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom - ის მეშვეობით.  მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის                         დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე   ხმოვანი სიგნალი.      მოჭადრაკის Zoom - ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,  კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს   დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom - ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

- არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა

მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

- მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს

ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

- მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება

სხვა პირი.

- კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი

აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე

გვერდი გარდა Zoom - ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

- პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;

- მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის

წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული

დროიდან.

- განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს

უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი

მსაჯის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

- ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა - www.tornelo.com

- ტურნირის რეგისტრატორთან მოჭადრაკის დარეგისტრირების შემდეგ, 1 დეკემბერს ყველა

მონაწილეს ელ-ფოსტაზე დაეგზავნება ონლაინ პლატფორმაზე გადასასვლელი ბმული, რომლის

შემდეგ თითოეული მათგანი შეძლებს ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებას.

- ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირების და სხვა ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის

გასაცნობად 1 დეკემბერს გაიმართება ვებინარი და ტესტ ტურნირი:

10 წლამდე ჭაბუკებისათვის - 12:00 საათზე -

10 წლამდე გოგონებისათვის - 17:00 საათზე -

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - ალექსანდრე არსენიძე.

 

  • სათაური: საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში;U10 ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-11-2020 2:10 AM
  • Tags:
Top