ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

30 იანვარი - 6 თებერვალი, 2020 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

30.01-06.02. 2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 1971 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ კაცებს და ქალებს.

სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4. სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. 

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

5. დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90  წუთი 40  სვლაზე, შემდეგ  30 წუთი

პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

6. რეგისტრაცია: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის

ასლი, 2020 წლის 30 იანვრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

7. თაი – ბრექი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

წრიული ტურნირის შემთხვევაში:

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. მოგებების მეტი რაოდენობით;

3. ზონებორნ-ბერგერი;

4. კოიას სისტემა.

8. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

საათი

ჩამოსვლის დღე

30 იანვარი

 

I ტურის კენჭისყრა

 

31 იანვარი

14:00

გახსნა

15:00

I ტური

15:00

II ტური

1 თებერვალი

15:00

III ტური

2 თებერვალი

15:00

IV ტური

3 თებერვალი

15:00

V ტური

4 თებერვალი

15:00

VI ტური

5 თებერვალი

15:00

VII ტური

6 თებერვალი

15:00

დახურვა

6 თებერვალი

18:00

 

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების  დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.                     

9. პრიზები: საპრიზო ფონდია 2000 ლარი.

ადგილი

კაცები

ქალები

1

500

500

2

300

300

3

200

200

 

 - თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

- პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

10. დაჯილდოვება:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და

დიპლომებით.

- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ 2020 წლის მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის საგზურებს.

- სამეულში გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ საკუთარი ხარჯებით მონაწილეობა

მიიღონ ევროპის და მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატებში.

 - I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება.

- II-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის

კანდიდატის წოდება.

11. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან30 წუთზემეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება

წაგება.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30წუთის განმავლობაში უფლება

აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც

არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან

- არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული

იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-01-2020 4:54 PM
  • Tags:
Top