ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

08.01-15.01. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე​

1. ჩატარების დრო და ადგილი: 
    08.01-15.01.2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.  
2. ჩატარების სისტემა: 
ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. (აუცილებლობის 
შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი).  
3. დროის კონტროლი: 
თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტიის ბოლომდე,   ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 
4. მონაწილენი: 
ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი მოჭადრაკე 
კაცები და ქალები 1970 წლის 1 იანვრამდე დაბადებულნი.
 მოჭადრაკეთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. კვალიფიკაცია: 
ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება.
 6. თაი-ბრეიქი: 
  ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა) ურთიერთშორის შეხვედრა;
ბ) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
 7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია    8 იანვარი 11.00-18.00
გახსნა 9 იანვარი      1500
I 9 იანვარი 1500
II 10 იანვარი 1500
III 11 იანვარი 1500
IV 12 იანვარი 1500
V 13 იანვარი 1500
VI 14 იანვარი 1500
VII 15 იანვარი 1100
დახურვა 15 იანვარი
ორგანიზატორი უფლებამოსილია მოახდინოს ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება. 
 
8. პრიზები: 
საპრიზო ფონდია - 1000 ლარი. 
ადგილი კაცები
 1 500
 2 300
 3 200
   - პრიზები არ გაიყოფა. 
   - ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის 
     შესაბამისად.     
9. დაჯილდოება: 
    - I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის  
      საგზურს. 
    - I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაშვებულ იქნებიან საქართველოს ვაჟთა                 79-ე ჩემპიონატის I ლიგაში.
    - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით. 
-   II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და 
  დიპლომებით.
   - I ადგილზე გასულ მოჭადრაკეს მიენიჭება სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება.
 - II-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული 
  ოსტატობის კანდიდატის წოდება.
     10. საერთო წესები:
   - ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
     ჩაეთვლება წაგება.
   - ნებისმიერ მონაწილეს პარტიის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს    20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.    
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,  მობ:  5-58 11 86 83
 ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
 მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - სალომე სირაძე
  • სათაური: საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-01-2019 1:50 PM
  • Tags:
Top