ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

17.10-26.10.2018 წ. ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:
  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  - საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2018 წლის 17-26 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში.                     
3. ტურნირის განრიგი:
 
          ტური         დღე          საათი
რეგისტრაცია 17 ოქტომბერი 11.00 - 18.00
გახსნა 18 ოქტომბერი 15.00
 I ტური 18 ოქტომბერი 15.00
II ტური  19 ოქტომბერი 15.00
III ტური  20 ოქტომბერი 15.00
IV ტური 21 ოქტომბერი 15.00
 V ტური  22 ოქტომბერი 15.00
VI ტური 23 ოქტომბერი 15.00
VII ტური 24 ოქტომბერი 15.00
VIII ტური 25 ოქტომბერი 15.00
IX ტური 26 ოქტომბერი 11.00
დახურვა 26 ოქტომბერი 16.00
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული 
  სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტიის 
  ბოლომდე. პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 
5. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან:
  -  მოჭადრაკეები რეიტინგით 2200 და ზევით (ფიდეს 01.10.2018 წ. რეიტინგ-სიით,აგრეთვე 
     WFM,WIM,WGM, FM,  IM,GM-წოდებიანები);
  -  2018 წლის I ლიგის შესარჩევი ტურნირიდან - 1-10 ადგილზე გასული მოჭადრაკეები; 
     (თუ I ლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვის I ლიგის შესარჩევი ტურნირიდან                  
     1-10 ადგილზე გასული მოჭადრაკე, მაშინ ეს უფლება ენიჭება მომდევნო ადგილზე 
     გასულს).
- 2018 წელს საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე (უმაღლესი ლიგა) 8,10,12 წ.წ. - I ადგილზე გასულები, ხოლო 14,16,18,20 წ.წ. - I-III ადგილზე გასულები.
- 2018 წელს რეგიონების ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით.                                                                          
     მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, 
     კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული ორგანიზაციები. 
     ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს, 
     რომელთაც გადახდილი აქვთ ფედერაციის 2018 წლის საწევრო.
6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.                                                 
7. სატურნირო შესატანი: 20 ლარი. საერთაშორისო დიდოსტატები განთავისუფლდებიან   
   საწევრო შესატანისგან.
 8. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
    რაოდენობის მიხედვით.
    ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების   
    შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
  ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
  ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
        გ) მოგებების რაოდენობით;
        დ) პროგრესი (რეგრესით).  
9. საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:
   უმაღლესი ლიგა გაიმართება 2019 წელს. (უმაღლესი ლიგის ჩატარების სისტემას,
   ვადებს და მონაწილეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის
   ფედერაციის გამგეობა).
   უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ: 
     1. საქართველოს ვაჟთა 77–ე ჩემპიონატის I–III პრიზიორს;
     2. საქართველოს 2018 წლის ოლიმპიური I ნაკრების წევრებს. 
     3. I ლიგის საუკეთესო I-IV მოჭადრაკეს;
   ვაკანტური ადგილები შეივსება:
     ა) I ლიგიდან I-IV ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,     
ვაკანტური ადგილი შეივსება I ლიგიდან   მომდევნო ადგილზე გასული     
მოჭადრაკით; 
     ბ) ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს 
 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.
10. საერთო წესები:
   -  ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
      ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან   15 წუთის განმავლობაში.
 
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიის ღონისძიებათა კომისიის სამდივნოს: 
დათო კოდუა – მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com    
 
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 
 
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტზ. მიქაძე                
                        
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მ. თანდაშვილი
 
  
  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-10-2018 8:25 PM
  • Tags:
Top