ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის I ლიგა

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1 - 10 დეკემბერი 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     01.12-10.12. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

     თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტური

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

1 დეკემბერი

 

კენჭისყრა

2 დეკემბერი

12.00

გახსნა

2 დეკემბერი

15.00

I ტური

2 დეკემბერი

15.00

II ტური

3 დეკემბერი

15.00

III ტური

4 დეკემბერი

15.00

IV ტური

5 დეკემბერი

15.00

V ტური

6 დეკემბერი

15.00

VI ტური

7 დეკემბერი

15.00

VII ტური

8 დეკემბერი

15.00

VIII ტური

9 დეკემბერი

15.00

IX ტური

10 დეკემბერი

15.00

დახურვა

10 დეკემბერი

19.00

 

5. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები:

-  მოჭადრაკეები რეიტინგით 2200 და მეტი რეიტინგით ფიდეს 01.12.2019წ რეიტინგ-სიით), აგრეთვე WFM,WIM,WGM, FM,  IM,GM - წოდებიანები;

- 2019 წლის I ლიგის შესარჩევი აღმოსავლეთ ზონის ტურნირიდან I-X ადგილებზე გასული მოჭადრაკეები. (თუ I ლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვის I ლიგის შესარჩევი ტურნირიდან I-X ადგილზე გასული მოჭადრაკე, მაშინ მონაწილეობის უფლება ენიჭება მომდევნო ადგილზე გასულს);

- 2019 წლის I ლიგის შესარჩევი დასავლეთ ზონის ტურნირიდან I-VI ადგილებზე გასული მოჭადრაკეები. (თუ I ლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვის I ლიგის შესარჩევი ტურნირიდან I-VI ადგილზე გასული მოჭადრაკე, მაშინ მონაწილეობის უფლება ენიჭება მომდევნო ადგილზე გასულს);

- 2019 წელს  8, 10, 12 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები და 14, 16, 18 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები;

-     2019 წელს რეგიონების ვაჟთა ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.

მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

6.კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.​

 

7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი 2019 წლის  1 დეკემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი"

             საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL                  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  1 დეკემბრის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

- საერთაშორისო დიდოსტატები განთავისუფლდებიან სატურნირო შესატანისგან.

    - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.                                                  

8.  თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. დაჯილდოება:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

- II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

- I-V ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

10.  საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2020 წელს ოლიმპიური სისტემით (16 მონაწილე). უმაღლესი ლიგის

ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ შემდეგი თანმიმდევრობით:

1. საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორებს;

2. საქართველოს 2019 წლის ვაჟთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;

3. 5 საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს (2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით).

4. I ლიგის საუკეთესო I-V მოჭადრაკეს;

უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით.

11. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

-  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ;

-  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

   სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

 გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.                                

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის I ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-11-2019 9:54 PM
  • Tags:
Top