ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი. დასავლეთის ზონა.

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

08.09-15.09.2019 წ. ქ. ქუთაისი.                                                              

1. ორგანიზატორი:

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

- იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     08.09-15.09. 2019  წ.   ქ. ქუთაისი, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა. თაბუკაშვილის 20.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

     თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტური

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

8 სექტემბერი

 

გახსნა

9 სექტემბერი

15.00

I ტური

9 სექტემბერი

15.00

II ტური

10 სექტემბერი

15.00

III ტური

11 სექტემბერი

11.00

IV ტური

11 სექტემბერი

16.00

V ტური

12 სექტემბერი

15.00

VI ტური

13 სექტემბერი

11.00

VII ტური

13 სექტემბერი

16.00

VIII ტური

14 სექტემბერი

15.00

IX ტური

15 სექტემბერი

15.00

დახურვა

15 სექტემბერი

19.00

 

5. მონაწილენი:

     ტურნირში დაიშვებიან ვაჟები და ქალები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

     ფიდეს 01.09.2019 წ. რეიტინგ-სიით 2200-ზე დაბალი რეიტინგით და ურეიტინგონი.

     არ დაიშვებიან ვაჟთა I ლიგაში თამაშის უფლების მქონე (2200 და მეტი რეიტინგით, აგრეთვე

6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ იმერეთის მხარის

ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის  8 სექტემბრის 18.00 საათამდე:

ალექსანდრე არსენიძე: -ელ-ფოსტა - a.arsenidze1973@gmail.com  მობ:  599929687

იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

 სს "საქართველოს ბანკი"

საბანკო ანგარიში: GE85BG0000000297921200GEL    საბანკო კოდი (მფო) – BAGAGE22

 -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  8 სექტემბერი 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

8.  თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

9. დაჯილდოება:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

- II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.     

- 1-10 ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის I ლიგაში;

- თუ მონაწილეთა რაოდენობა იქნება 30-ზე ნაკლები, I ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს  1-6 მოჭადრაკე.                         

10. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

 - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

 სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - ალექსანდრე არსენიძე.

 

  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი. დასავლეთის ზონა.
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-08-2019 3:04 PM
  • Tags:
Top