
დასკვნითი ტურის წინ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატზე ლიდერობას ინარჩუნებენ: ‘თბილისი’ და ‘ნონა’. მეექვსე ტურში ორივე მათგანმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. ‘თბილისმა’ 6:0 გაანადგურა ‘რუსთავი2’’ ხოლო ‘ნონამ’ ანგარიშით 5,5:0,5 დაჯაბნა ‘ზუგდიდი’. ფრედ დაასრულა შეხვედრა ჩემპიონატის მესამე ფავორიტმა რუსთავი1-მა ‘ამომავალ ვარსკვლავთან’ პაექრობა.
დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ‘თბილისი’ და ‘ნონას’ დაპირისპირება რადგან სწორედ ეს მატჩი გამოავლენს გამარჯვებულის ვინაობას.
სატურნირო მდგომარეობა:
- ‘თბილისი’ - 11 (30) ქულა;
- ’ნონა’ - 11 (30) ქულა;
- ‘რუსთავი1’ – 9 (25,5) ქულა;
- ‘ოზურგეთი’-6 (17,5) ქულა;
- ‘ამომავალი ვარსკვლავი’ – 5(14) ქულა;
- ‘ზუგდიდი’ - 4 (15,5) ქულა;
- ‘რუსთავი 2’ – 2 (10) ქულა;
- ‘იმერეთი’ – 0 (4,5) ქულა.
დებულება
- ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 35 000 ლარს.
- I ადგილი - 15000 ლარი
- II ადგილი - 10000 ლარი
- III ადგილი - 5000 ლარი
- IV ადგილი - 3000 ლარი
- V ადგილი - 2000 ლარი

- სათაური: საკლუბოს კვლავ დუეტი ლიდერობს...
- ავტორი:
- თარიღი: 21-11-2018 11:57 AM
- Tags: