
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესა და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი მხარეში ჭადრაკის პოპულარიზაცია-განვითარებისათვის სამუშაო გეგმის განხილვა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ლანჩხუთში შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი თანამდროვე საჭადრაკო კლუბი გაიხსნა, ფედერაციამ ადგილობრივ ჭადრაკის მოყვარულებს საჭადრაკო ინვენტარი და ლიტერატურა უსახსოვრა. აგრეთვე დაისახა სამომავლო გეგმა ოზურგეთში საჭადრაკო კლუბის გახსნაზე.

- სათაური: საქმიანი შეხვედრა...
- ავტორი:
- თარიღი: 10-05-2019 8:22 PM
- Tags: