
საქველმოქმედო მარათონი
ქართული ჭადრაკი VS COVID19
'ითამაშე ჭადრაკი - დაეხმარე სამშობლოს'
მარათონში მონაწილეობენ: საქართველოს მე-20 საუკუნის „ოქროს ნაკრები“ ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი. საქართველოს ქალთა ნაკრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი, ნინო ხომერიკი. ვაჟები: ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, გია გიორგაძე, ზურაბ სტურუა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე.
ჭადრაკის მოყვარული რომელიც წარმოადგენს Stop CoV ფონდში ჩარიცხვის ქვითარს (მინიმუმ 100 ლარი). შეეძლება სამ პარტიან ონლაინ მატჩში გამოიწვიოს ნებისმიერი მოთამაშე და საგანგებო სიტუაციის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს ჭადრაკის სასახლეში ერთდროულ თამაშის სეანსში და საჩუქრად მიიღოს წიგნი საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით.
თამაშები გაიმართება 11 აპრილიდან 21 აპრილამდე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა chess.com – ზე გახსნილ Georgian Chess Federation -ის გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
დავით კოდუა. მეილი - chesspoti@yahoo.com ტელ: 593 399 264
ონლაინ ტურნირების გვერდის ადმინისტრატორი ;
სოფო ნიკოლაძე. მეილი - sophonikola@hotmail.com ტელ: 593 246 256
ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

- სათაური: საქველმოქმედო მარათონი
- ავტორი:
- თარიღი: 08-04-2020 5:57 PM
- Tags: