
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
17 თებერვალი, 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
- 17 თებერვალი, 16:00 სთ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
- თებერვალში ჩატარდება ოთხი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ყოველ კვირა დღეს.
3. მონაწილენი:
ტურნირში დაიშვება ყველა მოჭადრაკე რომელიც გადაიხდის საწევრო შესატანს - 10 ლარს.
4. სისტემა და დროის კონტროლი:
- ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
5. თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები
განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- მოგებების რაოდენობით;
- პროგრესი (რეგრესით).
6. კვალიფიკაცია:
ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.
7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები ტურნირის ჩატარების
დღეს 15:15 საათიდან 15:45 საათამდე.
სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი"
ანგარიში ნომერი: GE45TB0313936080100006GEL. საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- თებერვლის ოთხივე ტურნირში რეგისტრაციის სატურნირი შესატანია 30 ლარი წინასწარი გადახდით.
- დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან.
8. პრიზები: საპრიზო ფონდია - 300 ლარი, რომელსაც დაემატება 41-ზე მეტი მონაწილის სატურნირო შემონატანის
75% (რომელიც თანაბრად დაემატება ხუთივე საპრიზო ადგილს). ხოლო 25% დაემატება ელვისებურ ჭადრაკში
თებერვლის მე-4 საკვირაო ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკის ფულად პრიზს.
|
1 |
2 |
3 |
ღია |
100 |
75 |
55 |
ქალთა |
40 |
|
|
ELO 1800< |
30 |
|
|
- თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.
- ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - სალომე სირაძე

- სათაური: საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში
- ავტორი:
- თარიღი: 13-02-2019 1:32 AM
- Tags: