ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საკვირაო ტურნირი სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ  რიგით მეორე საკვირაო შეჯიბრში ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა!

მის აქტივში 11-დან 9,5 ქულაა, გამარჯვბეულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

7,5-7,5 ქულით III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.მახო სულაშვილი

4.ნიკა ჩხაიძე

5.სოფო ნიკოლაძე.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნიკოლაძემ აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში საბა ლომსაძემ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 300 ლარს შეადგენდა.

დებულება

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

  • სათაური: საკვირაო ტურნირი სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-02-2019 1:53 AM
  • Tags:
Top