
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის თორნიკე სანიკიძის პირველობით დასრულდა ბათუმის მერიის თასის ტრადიციული გათამაშება! გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა, I-II ადგილები შანტ სარგსიანთან (სომხეთი;2529) ერთად გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობაც დაისაკუთრა.
გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და კოეფიციენტთა ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.დავით მაღალაშვილი (2485)
4. ლევან ფანცულაია (2612).
ქალთა ჩათვლაში პირველობა მირანდა მიქაძემ დაისაკუთრა, მეორე ადგილზე კატერინა დოლჟიკოვა (უკრაინა;2228), ხოლო მესამე ადგილზე სოფიკო ტერელაძე გავიდა.

- სათაური: სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 12-07-2019 12:51 AM
- Tags: