ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შანავას გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ ჩუბუკში გამართული საერთაშორისო ტურნირი. წალენჯიხელმა დიდოსტატმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს: ელვინ ბაირამოვს და ვუგარ რასულოვს (ორივე აზერბაიჯანი). გიორგი ბაგატუროვმა 6,5 ქულა დააგროვა და სენიორებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ნოე თუთისანმა 6 ქულა, ხოლო  დავით ლომსაძემ 5 ქულა ჩაითვალა აქტივში.

წყარო

  • სათაური: შანავას გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-08-2019 6:25 PM
  • Tags:
Top