
საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ ჩუბუკში გამართული საერთაშორისო ტურნირი. წალენჯიხელმა დიდოსტატმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს: ელვინ ბაირამოვს და ვუგარ რასულოვს (ორივე აზერბაიჯანი). გიორგი ბაგატუროვმა 6,5 ქულა დააგროვა და სენიორებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ნოე თუთისანმა 6 ქულა, ხოლო დავით ლომსაძემ 5 ქულა ჩაითვალა აქტივში.

- სათაური: შანავას გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 04-08-2019 6:25 PM
- Tags: