ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შაოხინგში, დასრულდა...

 

ჩინეთის ქალაქ შაოხინგში დასრულდა უძლიერესი ქალთა ‘ღია’ ტურნირი. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართა და მასში ორმა წამყვანმა ქართველმა დიდოსტატმა: ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოს ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი;2474) 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩნენ: გუო ქი (ჩინეთი;2375) და ჰარიკა დრონოვალი (2492).

ნანა ძაგნიძემ 5,5 ქულით V-IX ადგილები გაინაწილა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა 5 ქულით X-XVI.

შეჯიბრში 9 ქვეყნის 34 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის :ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონები სხვადასხვა წლებში - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი),ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი),ანა უშენინა (უკრაინა) და ტან ჟონგი (ჩინეთი).

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: შაოხინგში, დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-07-2019 2:30 AM
  • Tags:
Top