ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შოთა ინწკირველის მემორიალი U7; U9

   დ ე ბ უ ლ ე ბ ა 

 12.06–16.06.2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

1.  სისტემა: ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2.  დროის კონტროლი: თითოეულს 25 წთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე         
   10 წამის დამატებით. 
3.  მონაწილენი: ტარდება 4 ტურნირად, ორ ასაკობრივ ჯგუფში: 
    7 წ. ჭაბუკებში (უმცროსი ასაკი) დაბადებულნი 2011 წლის 1 იანვრიდან.  
    7 წ. გოგონებში (უმცროსი ასაკი) დაბადებულნი 2011 წლის 1 იანვრიდან.  
    9 წ. ჭაბუკებში (უფროსი ასაკი) დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრიდან.  
    9 წ. გოგონებში (უფროსი ასაკი) დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრიდან.  
    დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა აუცილებელია.
   აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა 
   ტურნირები შეიძლება იყოს გაერთიანებული. 
   მოჭადრაკეთა და მათ მწვრთელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, 
   დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული 
   ორგანიზაციები. 
4.  სატურნირო შესატანი:  15 ლარი.
5.  ტაი-ბრეიქი: 
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 
გ) პირადი შეხვედრა; 
   დ) მოგებების რაოდენობით;
   ე) პროგრესი (რეგრესით).    
6. ტურნირის განრიგი:
     ტური    დღე    საათი 
7 და 9 წ.წ.
რეგისტრაცია 12 ივნისი 1100 – 1800
I  ტური 13 ივნისი 15:00 
II    14 ივნისი 15:00 
III    14 ივნისი 17:00 
IV    15 ივნისი 15:00 
V    15 ივნისი 17:00 
VI    16 ივნისი 15:00 
VII და დახურვა 16 ივნისი 17:00 
 
7. გამარჯვებულნი: ოთხივე ტურნირში
 - I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, 
   მედლებით და დიპლომებით. 
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით. 
- I ადგილზე გასული მწვრთნელი დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით. 
-II-III ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
     8. საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდან 25 წუთის მეტის დაგვიანების შემთხვევაში   
  მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის  
  გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება 
  გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად 
  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, 
  რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან  
  დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო 
  კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
            
  ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის 
  შემთხვევაში მიმართეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 
  ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
  დათო კოდუა:  მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com
  რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,  მობ:  5-58 11 86 83.
  ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.                    
  მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.
 
შ. ინწკირველის მემორიალში მონაწილე მწვრთნელთა კონკურსი
მწვრთნელებისთვის ქულების დარიცხვის კრიტერიუმი
 
  1. ადგილი – 20 ქულა
   2. ადგილი – 17 ქ.
   3. ადგილი – 15 ქ.
   4. ადგილი – 13 ქ.
   5. ადგილი – 11 ქ.
   6. ადგილი – 9 ქ.
   7. ადგილი – 7 ქ.
   8. ადგილი – 5 ქ.
   9. ადგილი – 3 ქ.
  10. ადგილი – 1 ქ.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განცხადი უნდა წარმოადგინონ მე-2 ტურის დაწყებამდე.
 
 
 
 
  • სათაური: შოთა ინწკირველის მემორიალი U7; U9
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-05-2018 8:11 PM
  • Tags:
Top