ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სომხეთის წახკაძორში...

წახკაძორში (სომხეთი) დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი TSAGHKADZOR OPEN-2018,

ტურნირში  საქართველოს სახელით  ფოთის საჭადრაკო კლუბის 5 მოზარდი მონაწილეობდა.
8 წლის მოჭადრაკეთა შორის წარმატებით იასპარეზა და III  საპრიზო ადგილი დაიკავა 7 წლის გაგა გვასალიამ.

12 წლის მოჭადრაკეთა შორის საპრიზო ადგილზე გასვლის შანს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა თეიმურაზ კვიკვინია, მან საბოლოო III-VI  ადგილი გაინაწილა  9-დან 6 ქულით. ამავე ასაკში 4,5 ქულა  დააგროვა გიორგი სიჭინავამ.

საკმაოდ წარმომადგენლობით ‘ღია’ ტურნირში უფროსებთან დაძაბულ ბრძოლაში  აკაკი ყალიჩავამ 4 ქულით დაასრულა შეჯიბრი, ხოლო ელენე წოწონავამ 3,5-ით.

 

  • სათაური: სომხეთის წახკაძორში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-10-2018 3:51 PM
  • Tags:
Top