ბლოგი

თბილისის ჩემპიონატი - U14 ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის.

გოგონათა შორის საუკეთესოს ტიტული თამარ თასოშვილმა დაისაკუთრა 7-დან 6 ქულით, გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა მარიამ დოლაკიძე. III-IV ადგილები 4,5 ქულით გაინაწილეს:

3.ანი ქოჩიაშვილი; 4.ანი კახიანი

ტექნიკური შედეგები

ს ა მ ძ ი მ ა რ ი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართული საჭადრაკო ოჯახის  წევრის, აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ გელენავას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

პანაშვიდი: 6-7 დეკემბერი 18:00 საათიდან;

გამოსვენება: 8 დეკემბერს, 14:00 საათზე;

მისამართი: ვ. ფშაველას VI კვარტალი, 22-ე კორპუსი, II სადარბაზო, V სართული.

დავით ჩირაძის მემორიალი დასრულდა...

ქუთისში დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალი ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

 შეჯიბრი შვეიცარული სისტემით  7 ტურად გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთა შორის.

 7 წლამდე

I    ადგილი - ‘ბალახვანი-1’ – 13 ქულა;

II   ადგილი - ‘მხედარი’ – 13 ქულა;

უახლოესს კონგრესზე წოდება მიენიჭება!

ნიკა პეტრიაშვილმა თურქეთის ქალაქ  კონიაში დასრულებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ოლიმპიადაზე  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პირველ დაფაზე! ნიკამ, ასევე შეასრულა საერთაშორისო ოსტატის მესამე ნორმა და ‘ფიდე’-ს უახლოესს კონგრესზე წოდება მიენიჭება!

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკოა აკადემიის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ XIII-XXI  ადგილები გაიყო  რუსეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის და სხვა ძლიერ გუნდებთან ერთად.

საახალწლო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში - თბილისის თასი

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

   29-30  დეკემბერი 2018 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ორგანიზატორები:

-  თბილისის ჭადრაკის ფედერაცია;

-  საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

        2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

        29-30 დეკემბერი 2018 წ.   თბილისი, ჭადრაკის სასახლე

გვერდები

Top