ბლოგი

ლომაიამ შვიდივე პარტიაში გაიმარჯვა!

დიანა ლომაიას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის, ალექსანდრე ბოკუჩავას სახელობის თასის გათამაშება! გამარჯვებულმა შვიდი  შესაძლებლობიდან შვიდივეში გაიმარჯვა! 7-დან 6 ქულა დააგროვა ელენე წოწონავამ, რომელმაც მარტო ლომაიასთან დაკარგა ქულა.აღსანიშნავია, რომ  ორივე მათგანი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა.

ჭაბუკთა შორის ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა ჯაბა ადამიამ! მის აქტივში 7-დან 6 ქულაა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

საქართველოს ჩემპიონატი U2200, U1800, U1400 რეიტინგ კატეგორიებში ქალთა და ვაჟთა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

12 - 19 მარტი,  2020 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

12.03-19.03. 2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

მონაწილენი:

ფედერაცია, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ითამშრომელბს

12 თებერვალს,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვა.

თანამშრომლობის მემორანდუმი

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში თიბისი ბანკი გახდა ჭადრაკის ფედერაციის მეგობარი და დაეხმარება ფედერაციას ჭადრაკის პოპულარიზაციის საქმეში, ფედერაციის მიერ შერჩეული ახალგაზრდა მოჭადრაკეების წახალისებაში, საიმიჯო ვიდეო-რგოლის მომზადებაში, ფედერაციის ვიზუალური სტილის შექმნასა და ვებ გვერდის განახლებაში.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების  დღეს ულოცავს ნანა იოსელიანს!

ნანა იოსელიანი
5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;

2-გზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი;

ევროპის მრავალგზის ჩემპიონი;

საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი;

სპორტის რაინდი;

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

თბილისის ჩემპიონატი 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

       დ ე ბ უ ლ ე ბ ა           
     
18.02-25.02. 2020 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
 
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.

ჯობავა, შვედეთში იპირველა!

საერთაშორისო დიდოსტატ ბაადურ ჯობავას პირველობით დასრულდა შვედეთის ქალაქ ვეკშიოში გამართული ღია საერთაშორისო ტურნირი ‘Elite Hotels Open 2020’!

ქართველმა დიდოსტატმა 8-დან 6,5 ქულა დააგროვა, I-VII  ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობაც დაისაკუთრა.

ტექნიკური შედეგები

გვერდები

Top