ბლოგი

ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს ნაკრების წევრის, ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 79-ე პირველობა.გამარჯვებულმა ფინალში 1,5:0,5 თორნიკე სანიკიძე დაამარცხა და მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული (პირველად 2017წელს).

მესამე ადგილისათვის ბრძოლაში კონსტანტინე შანავამ  ლევან ფანცულაია დაამარცხა.

საბოლოო სატურნირო შედეგები:

I     ადგილი - ლუკა პაიჭაძე

ნანა ძაგნიძე ერთპიროვნულად დაწინაურდა!

 

 სენტ-ლუისში მიმდინარე ტურნირზე ‘Cairns Cup’, სამი  ტურის შემდეგ 2,5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე!!!
ასპარეზობაზე მსოფლიოს  10 უძლიერესი ქალი მონაწილეობს; ხოლოსაპრიზო ფონდი 180 000$ შეადგენს,საიდანაც გამარჯვებული 45 000$ მიიღებს. 
პირველ ტურში ნანამ, თეთრებით  ვალენტინა გუნინა დააშამათა, მეორე ტურში ჰარიკა დრონავალს დაუზავდა, ხოლო მესამეში მასპინძელთა წარმოამდგენელს, კარისა იიპის  მოუგო.

ბაგატუროვის და ქასოშვილის გამარჯვებით დასრულდა...

საერთაშორისო დიდოსტატ გიორგი ბაგატუროვის პირველობით დასრულდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის!

გამარჯვებულმა 7-დან 6,5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ივანე სიფრაშვილს.5 ქულა დააგროვეს III-IV ადგილები გაიყვეს : ზაზა ხოფერიამ (III)  და სერგო ცომაიამ (IV).

მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი სენტ-ლუისში შეიკრიბა...

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრმა ‘კაირნსის თასმა’ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ტურნირში პერსონალურად მიწვეულია ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.

სასტარტო სია:

ფინალისტები გამოვლინდნენ!

 

 

დასასრულს მიუახლოვდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი. ნახევარფინალურ, 2 პარტიისგან შემდგარ მიკრო-მატჩში გამოვლინდა გადამწყვეტი ფინალის ორი მონაწილე.

დაძაბულად მიმდინარე ნახევარფინალში, ლუკა პაიჭაძემ - ლევან ფანცულაია დაამარცხა, ხოლო თორნიკე სანიკიძემ - კონსტანტინე შანავა. ამრიგად, ფინალში ერთმანეთს  პაიჭაძე და სანიკიძე შეებრძოლებიან.

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია!

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის მეოთხედფინალის გადამწყვეტ ტურში  თორნიკე სანიკიძემ  დაამარცხა ბაჩანა მორჩიაშვილი და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. პირველი გამარჯვების შემდეგ ფრე დააფიქსირა ლუკა პაიჭაძემ დავით არუთინიანთან პარტიაში და შემდეგი წრის საგზურიც მოიპოვა.

გუშინდელი მარცხის შემდეგ რევანში აიღო ლევან ფანცულაიამ გაიოზ ნიგალიძესთან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ყაიმით დაასრულეს და ხვალინდელ დამატებითებში გაარკვევენ მომდევნო წრის საგზურის მფლობელის ვინაობას: მერაბ გაგუნაშვილი და კონსტანტინე შანავა,

მეორე წრე, პირველი ტური

საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩების პირველ შეხვედრებში 2 ყაიმი და 2 შედეგიანი პარტია დაფიქსირდა.

პარტიები მოიგეს: ნიგალიძემ - ფანცულაიასთან და პაიჭაძემ - არუთინიანთან. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები მორჩიაშვილმა - სანიკიძესთან და შანავამ - გაგუნაშვილთან.

ხვალ, 2 თებერვალს მონაწილეები მეორე გადამწყვეტ პარტიას ითამაშებენ.

მეორე წრე, პირველი ტური:

გვერდები

Top