ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თანამშრომლობის მემორანდუმი

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში თიბისი ბანკი გახდა ჭადრაკის ფედერაციის მეგობარი და დაეხმარება ფედერაციას ჭადრაკის პოპულარიზაციის საქმეში, ფედერაციის მიერ შერჩეული ახალგაზრდა მოჭადრაკეების წახალისებაში, საიმიჯო ვიდეო-რგოლის მომზადებაში, ფედერაციის ვიზუალური სტილის შექმნასა და ვებ გვერდის განახლებაში.

დაწყებულია მუშაობა ვიზუალური სტილისა და ვებ გვერდის განახლებაზე, რომლის დასრულების შემდეგ ფართო საზოგადოებას წარედგინება დასრულებული სახით.

  • სათაური: თანამშრომლობის მემორანდუმი
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-02-2020 12:43 PM
  • Tags:
Top