ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თბილისის ჩემპიონატი 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

 13.10-20.10. 2020 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.                                                   
       აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
4.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის  
   ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ.
5.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
   მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის 
   ასლი, სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის                    
   13 ოქტომბრის 18.00 საათამდე ნატა ალავიძესთან:                       
   ელ. ფოსტა:  - n.alavidze64@gmail.com   მობ:  5-58 11-86-83. 
   თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
   სს ”ლიბერთი ბანკი”. საბანკო კოდი მობ: LBRTGE22 ანგარიშის ნომერი:GE85LB0115171850203000

სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). სოციალურად დაუცველები და  მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.

6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის 
   მიხედვით.
   თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების 
   შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
4. შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7.  ტურნირის განრიგი:
 ტური        დღე        საათი
გახსნა 14 ოქტომბერი 15.00
I  ტური 14 ოქტომბერი 15.00
II    15 ოქტომბერი 15.00
III    16 ოქტომბერი 15.00
IV    17 ოქტომბერი 15.00
V    18 ოქტომბერი 15.00
VI    19 ოქტომბერი 15.00
VII  და დახურვა 20 ოქტომბერი 15.00
8. დაჯილდოება: 
I  ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, 
საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.
  • სათაური: თბილისის ჩემპიონატი 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 06-10-2020 7:36 PM
  • Tags:
Top