
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
25.05-01.06. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა
კოლეგია.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ.
დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე ჭაბუკები და
გოგონები დაბადებული 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 15 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 25 მაისი 11.00-18.00
გახსნა 26 მაისი 15.00
I ტური 26 მაისი 15.00
II 27 მაისი 15.00
III 28 მაისი 15.00
IV 29 მაისი 15.00
V 30 მაისი 15.00
VI 31 მაისი 15.00
VII და დახურვა 1 ივნისი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
-ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან ტელ: 2-99-77-36, მობ: 5-58 11 86 83.
ელ.ფოსტა:n.alavidze64@gmail.com
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი
საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 01-05-2019 5:00 PM
- Tags: