ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თბილისის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებს შორის.

8 წლამდე ბიჭებში ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლემ გიორგი ფიფიამ (მწვრთნელი გოჩა თორია).

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა მეორე ადგილზე გასულმა გიორგი კუხიანიძემ (მწვრთნელი დავით გურგენიძე), ხოლე მესამე ადგილზე 5,5 ქულით აჩი ზვიადაძე განთავსდა (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).

გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი  ენი მაჭავარიანმა ( იოსებ კვირიაშვილი)  აჩვენა, მეორე ადგილზე მანანა კაცაძე (მწვრთნელი გიორგი  ხომერიკი) დაფიქსირდა, ხოლო იოანა ჯოჯუა  (მწვრთნელი ნინო ოთიაშვილი) მესამეზე  გავიდა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: თბილისის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-02-2019 11:15 PM
  • Tags:
Top