
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
18.02-25.02. 2020 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ.
5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის
ასლი, სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის
18 თებერვლის 18.00 საათამდე ნატა ალავიძესთან:
ელ. ფოსტა: - n.alavidze64@gmail.com მობ: 5-58 11-86-83.
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს ”ლიბერთი ბანკი”. საბანკო კოდი – LBღთGE22
ანგარიშის ნომერი:GE85LB0115171850203000
სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის
მიხედვით.
თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
გახსნა 19 თებერვალი 15.00
I ტური 19 თებერვალი 15.00
II 20 თებერვალი 15.00
III 21 თებერვალი 15.00
IV 22 თებერვალი 15.00
V 23 თებერვალი 15.00
VI 24 თებერვალი 15.00
VII და დახურვა 25 თებერვალი 15.00
8. დაჯილდოება:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
-I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
- ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად: 5-14 მონაწილეზე I ადგილი, 15-24 მონაწილეზე II ადგილი, 25-34 მონაწილეზე III ადგილი, 35-44 მონაწილეზე IV ადგილი და ა.შ.).
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 11-02-2020 5:41 PM
- Tags: