
ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის.
გოგონათა შორის საუკეთესოს ტიტული თამარ თასოშვილმა დაისაკუთრა 7-დან 6 ქულით, გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა მარიამ დოლაკიძე. III-IV ადგილები 4,5 ქულით გაინაწილეს:
3.ანი ქოჩიაშვილი; 4.ანი კახიანი
ჭაბუკთა შორის ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა გიორგი სანიკიძემ 7-დან 6 ქულით. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა დენიელ საფაროვმა, III-IV ადგილები გაიმაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.საბა ლომსაძე; 4.ზურაბ გონგლიაშვილი.

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი - U14 ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 06-12-2018 3:48 AM
- Tags: