
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
04.06-11.06. 2018 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები:
9 წლამდე-2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ჭაბუკები და გოგონები;
11 წლამდე-2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ჭაბუკები და გოგონები;
13 წლამდე-2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ჭაბუკები და გოგონები.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 15 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
- თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
გ) მოგებების რაოდენობით;
დ) პროგრესი (რეგრესით).
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 4 ივნისი 11.00-18.00
გახსნა 5 ივნისი 15.00
I ტური 5 ივნისი 15.00
II 6 ივნისი 15.00
III 7 ივნისი 15.00
IV 8 ივნისი 15.00
V 9 ივნისი 15.00
VI 10 ივნისი 15.00
VII და დახურვა 11 ივნისი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი- U9;U11;U13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 18-05-2018 7:08 PM
- Tags: