
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
8, 10, 12, 14 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
13-20 ოქტომბერი, 2019წ.
1. ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
13.10-20.10. 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
3. მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
8 წლამდე - 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 10 წლამდე - 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 12 წლამდე - 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 14 წლამდე - 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 16 წლამდე - 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
4. სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7ტურად.
- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავსორგანიზატორი.
5. დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან)
10 წამის დამატებით.
6. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის
ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.comმობ:558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:
სს "თიბისი ბანკი"
ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 13 ოქტომბრის 18.00 საათი.
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- 2 ტურნირში თამაშის შემთხვევაში 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
7. თაი – ბრექი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
8. ტურნირის განრიგი:
ტური |
რიცხვი |
8 და 12წ |
10, 14 და 16წ |
ჩამოსვლის დღე |
13 ოქტომბერი |
|
|
გახსნა |
14 ოქტომბერი
|
14:00 |
16:00 |
I ტური |
14:00 |
16:00 |
|
II ტური |
15 ოქტომბერი |
14:00 |
16:00 |
III ტური |
16 ოქტომბერი |
14:00 |
16:00 |
IV ტური |
17 ოქტომბერი |
14:00 |
16:00 |
V ტური |
18 ოქტომბერი |
14:00 |
16:00 |
VI ტური |
19 ოქტომბერი |
14:00 |
16:00 |
VII ტური |
20 ოქტომბერი |
14:00 |
16:00 |
დახურვა |
20 ოქტომბერი |
18:00 |
18:00 |
ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.
9. დაჯილდოვება:
- I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
- დაჯილდოვდებიან მწვრთნელები შემდეგი წესით:
ა) თითოეულ ტურნირში - ჭაბუკებში I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 20 ქულას,
II ადგილზე - 16 ქულას, III ადგილზე - 13 ქულას, IV ადგილზე - 11 ქულას, V ადგილზე - 9 ქულას,
VI ადგილზე - 7 ქულას, VII ადგილზე - 6 ქულას, VIII ადგილზე - 5 ქულას, IX ადგილზე - 4 ქულას,
X ადგილზე - 3 ქულას. გოგონებში I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 20 ქულას,
II ადგილზე - 16 ქულას, III ადგილზე - 13 ქულას, IV ადგილზე - 11 ქულას, V ადგილზე - 9 ქულას.
ბ) საერთო ჩათვლაში I- V ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდებიან თასით, ფასიანი
საჩუქრით და დიპლომით.
გ) მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მწვრთნელებმა მოსწავლეების სია უნდა
წარმოადგინონ II ტურის დაწყებამდე (იმ მოსწავლეების, რომლებიც ბოლო 6 თვე მეცადინეობდნენ
მასთან. რეგისტრაციისას უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ 1 მწვრთნელი).
10. საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული
იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან
ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის
დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
- არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული
იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
დირექტორი: ზაზა ჭკუასელი
მთავარი მსაჯი:საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

- სათაური: თემურ ლომაიას XXIII მემორიალი
- ავტორი:
- თარიღი: 02-10-2019 7:34 PM
- Tags: