
ჰიბრალტარში, სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პოპულარულმა, ტრადიციულმა ფესტივალმა. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი გაიმართება.მთავარ ‘ოსტატთა’ ტურნირში მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატების მხარდამხარ საქართველოს ნაკრების წევრები:ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი იასპარეზებენ.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართება და გამარჯვებულებისათვის საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდია დაწესებული.
პირვერ ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქეები იქნებიან: ნინო ბაციაშვილის ( 2492) ალან ბირონი (ინგლისი;2110), ჯავახიშვილის (2455) რუიზ ბეროკალი (ესპანეთი;2042), ხოლო ხოტენაშვილის ვილემ ბროკმანი (ჰოლანდია;1997)

- სათაური: 'Tradewise Gibraltar Chess Festival 2017'
- ავტორი:
- თარიღი: 24-01-2017 9:16 PM
- Tags: