ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

უახლოესს კონგრესზე წოდება მიენიჭება!

ნიკა პეტრიაშვილმა თურქეთის ქალაქ  კონიაში დასრულებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ოლიმპიადაზე  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პირველ დაფაზე! ნიკამ, ასევე შეასრულა საერთაშორისო ოსტატის მესამე ნორმა და ‘ფიდე’-ს უახლოესს კონგრესზე წოდება მიენიჭება!

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკოა აკადემიის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ XIII-XXI  ადგილები გაიყო  რუსეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის და სხვა ძლიერ გუნდებთან ერთად.

ოლიმპიადის გამარჯვებული პირველ ნომრად განთესილი უზბეკეთი გახდა 16 ქულით, ვერცხლი ინდოეთს (14) ერგო, ბრინჯაო კი – ჩინეთს (13), რომელმაც ბელარუსს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მთლიანად თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
ქვეყნის ღირსებას ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე იცავდნენ:ნიკოლოზ პეტრიაშვილი,ნიკოლოზ კაჭარავა,ლუკა ობოლაძე, შოთა ხოდაშნელი და კატო ფიფია; კაპიტანი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა.

სულ ასპარეზობაზე 46 გუნდი მონაწილეობდა  და შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. მონაწილეთა შორის იყვნენ:რუსეთის, აშშ-ს, გერმანიის,საფრანგეთის, სომხეთის,უზბეკეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. ძლიერი ახალგაზრდული ნაკრებები.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება კომენტარებით

 

  • სათაური: უახლოესს კონგრესზე წოდება მიენიჭება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-12-2018 7:39 PM
  • Tags:
Top