ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი 7, 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის (გუნდური)

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

10 - 17 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

მიზანი და ამოცანები:

საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

საქართველოს მწვრთნელთა უძლიერესი გუნდების გამოვლენა.

სისტემა და კვალიფიკაცია: ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. აუცილებლობის  შემთხვევაში ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს: 

7 წლამდე - 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

8 წლამდე - 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

10 წლამდე - 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

12  წლამდე - 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

14 წლამდე - 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.     

3.2 გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 4 მონაწილით:

- I-III დაფა - ჭაბუკები, IV დაფა - გოგონა.

- გუნდს აკომპლექტებს მწვრთნელი, რომელიც 2019 წლის პირველი სექტემბრიდან მაინც

წვრთნის გუნდის წევრებს (საბოლოო რეგისტრაციისას ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში

გუნდი მოიხსნება ტურნირიდან სატურნირო შესატანის დაბრუნების გარეშე). ის მოჭადრაკეები

რომლებიც პირველი სექტემბრის შემდეგ გადავიდნენ ახალ მწვრთნელთან, მათ უფლება აქვთ

ითამაშონ იმ მწვრთნელის გუნდში ვისგანაც გადავიდნენ. გუნდის მწვრთნელებს შეუძლიათ

გადაუგზავნონ ტურნირის სამანდატო კომისიას გუნდის განაცხადიგადამოწმების მიზნით 7

დეკემბრის 18:00 საათამდე- ელ ფოსტა geo.chess.event@gmail.com.                               

სამანდატო კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 8 დეკემბერს 17:00 საათზე ჭადრაკის  სასახლეში. 

დასწრება შეუძლია ნებისმიერ მწვრთნელს.

სამანდატო კომისიის მიერ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მწვრთნელებს ექნებათ

განაცხადის შესწორების შესაძლებლობა საბოლოო რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე.

სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

გუნდის მწვრთნელებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ გუნდის

საბოლოო განაცხადი დაფების მიხედვით (დანართი 1), გუნდის წევრების დაბადების მოწმობის

ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო

შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის  9 დეკემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

სს "თიბისი ბანკი"

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL   საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  9 დეკემბრის 18.00 საათი.

 თითოეული გუნდის  სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

 დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 80 ლარი (უნაღდო

   ანგარიშსწორებით).

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

  დაარეგისტრიროს გუნდი, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

განრიგი:

ტური

დღე

საათი

(8 წ. და 12 წ.)

დღე

საათი

(7, 10 წ. და 14 წ.)

კენჭისყრა

11 დეკემბერი

14.30

11 დეკემბერი

16.30

გახსნა

11 დეკემბერი

15.00

11 დეკემბერი

17.00

I    ტური

11 დეკემბერი

15.00

11 დეკემბერი

17.00

II  ტური

12 დეკემბერი

15.00

12 დეკემბერი

17.00

III  ტური

13 დეკემბერი

15.00

13 დეკემბერი

17.00

IV ტური

14 დეკემბერი

15.00

14 დეკემბერი

17.00

V   ტური

15 დეკემბერი

15.00

15 დეკემბერი

17.00

VI  ტური

16 დეკემბერი

15.00

16 დეკემბერი

17.00

VII ტური

17 დეკემბერი

15.00

17 დეკემბერი

17.00

დახურვა

17 დეკემბერი

15.00

17 დეკემბერი

17.00

 

გამარჯვებულთა გამოვლენა:

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან მატჩების ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.

მატჩის მოგება განისაზღვრება - 2 ქულით, წაგება - 0 ქულით, ფრე - 1 ქულით.

შვეიცარიულ სისტემაში Buy -ის შემთხვევაში გუნდს ეწერება მატჩის 2 ქულა, ასევე ქულათა საერთო

ჯამს ემატება 2 ქულა.

თაი – ბრეიქი: ორი ან მეტი გუნდის მიერ მატჩის ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების  შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1. ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;

2. ურთიერთშორის შეხვედრის შედეგით;

3. ზონნებორნ-ბერგერის სისტემით;

4. პირველი დაფის შედეგით (I დაფა, II დაფა, III დაფა და ა.შ.)9.დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან  თასებით. 
  • I – III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • I – III ადგილზე გასულ გუნდების მწვრთნელები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

-    ტურნირში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

საერთო წესები:

 ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

 სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)  შესაბამისად.            

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება

აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც

არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.   

 

დანართი 1

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი

გუნდის დასახელება -----------------------------------------------------------------

ასაკობრივი ტურნირი ------------------------------ წლის მოჭადრაკეთა შორის

მწვრთნელი ---------------------------------------------------------------------------

განაცხადი

დაფა

სახელი, გვარი

დაბადების რიცხვი, თვე, წელი

I

 

 

II

 

 

III

 

 

IV (გოგონა)

 

 

 

გუნდის წევრები პირველი სექტემბრიდან არიან ჩემი მოსწავლეები რასაც ვადასტურებს ხელმოწერით: 

გუნდის მწვრთნელი:                          /                              

  • სათაური: ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი 7, 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის (გუნდური)
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-11-2019 5:35 PM
  • Tags:
Top