
ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა თანატოლებს შორის ნინო ხომერიკმა მორიგი ტურნირი მოიგო!
თურქეთში გამართულ ‘MENTEŞE WGM CHESS TOURNAMENT’ გამარჯვების შემდეგ ხომერიკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ფიალდელფიის ცნობილ ‘World Open 2019-Women’s Championship’ მიიღო მონაწილეობა. ნინოს, გარდა ტურნირში კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკე: ინგა ხურცილავა და ნინო მელაშვილი მონაწილეობდა.
ხომერიკმა, ხუთი შესაძლებლობიდან ხუთი ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა. II-IV ადგილები 4 ქულით ინგა ხურცილავამ გაინაწილა. ნინო მელაშვილის აქტივში 3 ქულაა.

- სათაური: ხომერიკი ტურნირს ტურნირზე იგებს!
- ავტორი:
- თარიღი: 03-07-2019 8:01 PM
- Tags: