
ევროპის მრავალგზის ჩემპიონის თანატოლებს შორის ნინო ხომერიკის პირველობით დასრულდა გრან პრის მესამე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში! ხომერიკმა 9-დან 8,5 დააგროვა და ნახევარი ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულ მერი არაბიძეს. მესამე ადგილზე 7 ქულით 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გაამრჯვებული სოფიკო ხუხაშვილი გავიდა.
2000-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო მარიამ ჯანიაშვილი, ხოლო 1600-მდე მარიამ დოლაკიძე.

- სათაური: ხომერიკის პირველობით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 07-05-2019 2:41 AM
- Tags: