ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ხონი-2019'...

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 209 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა ხონში გამართულ ტრადიციულ საჭადრაკო ფესტივალზე სწრაფ ჭადრაკში ‘ხონი-2019’!

ასპარეზობა უკვე მესამედ ტარდება ხონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ქალთა შორის,საერთაშორისო დიდოსტატის, ინგა ხურცილავას თაოსნობით.

ფესტივალი 7 ტურნირად გაიმართა: 08;10;12; წლამდე და ღია ტურნირი; ტურნირი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა და დიდი ინტერესი  გამოიწვია როგორც პროფესიონალ ასევე ჭადრაკის მოყვარულთა შორის.

ასპარეზობის ორგანიზატორი ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტი  და ქალაქის  ჭადრაკის ფედერაცია გახლდათ.

ღონისძიებას  საპატიო  სტუმრის რანგში ესწრებოდნენ: ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე, კულტურის,განათლების,სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ რუხაძე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.

ფესტივალის საბოლოო სატურნირო შედეგები:

ღია ტურნირი

I   ადგილი - თენგიზ დიდმანიძე - 6 ქულა;

II  ადგილი - გიორგი ტყეშელაშვილი-  5,5 ქულა;

III  ადგილი - ლევან კომახიძე - 5,5 ქულა;

ქალთა შორის:

I   ადგილი - ნათია ვაჩეიშვილი - 4,5 ქულა;

II  ადგილი - ანასტასია კირთაძე - 4 ქულა;

III  ადგილი - ნინო კეკელიძე  - 3  ქულა;

 

12 წლამდე ბიჭები:

I   ადგილი - კახაბერ კიზირია - 6,5 ქულა;

II  ადგილი - ნიკოლოზ შამათავა- 6  ქულა;

III  ადგილი - ლუკა მახარაძე - 4,5 ქულა;

12 წლამდე გოგონები:

I   ადგილი - ანა სანიკიძე - 5 ქულა;

II  ადგილი - თამარ ასათიანი- 4,5  ქულა;

III  ადგილი - მარიამ ჩხაიძე -4,5 ქულა;

10 წლამდე ბიჭები:

I   ადგილი - გიორგი ჭანტურია - 7  ქულა;

II  ადგილი - გიორგი კვარაცხელია  - 6 ქულა;

III  ადგილი - იოსებ შამათავა - 5,5 ქულა;

10 წლამდე გოგონები:

I   ადგილი - ქრისტინე ხვადაგიანი - 6,5 ქულა;

II  ადგილი - თიკო ბერაია - 5,5 ქულა;

III  ადგილი - მარიამი კალანდაძე - 5,5 ქულა;

8 წლამდე ბიჭები:

I   ადგილი - გაბრიელ გაბადაძე - 6,5  ქულა;

II  ადგილი - ნიკოლოზ ბარამიძე  - 6 ქულა;

III  ადგილი - გაგა გვასალია - 6  ქულა;

8  წლამდე გოგონები:

I   ადგილი - ბარბარე აშოთია - 6,5 ქულა;

II  ადგილი - ნინი წივწივაძე - 5,5 ქულა;

III  ადგილი - ანი ყალიჩავა - 5 ქულა;

6 წლამდე ბიჭები:

I   ადგილი - ემილ ბუაძე - 5  ქულა;

II  ადგილი - თენგიზ ბეჭვაია  -5 ქულა;

III  ადგილი - ზურაბ მალანია - 5  ქულა;

6  წლამდე გოგონები:

I   ადგილი - ბარბარე გოგელია- 2 ქულა;

II  ადგილი - ლილე ხურცილავა - 1 ქულა;

III  ადგილი - ბარბარე კოპალიანი

  • სათაური: 'ხონი-2019'...
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-12-2019 7:47 PM
  • Tags:
Top