
'მაიას თასის' ქალთა ტურნირს პირველი სათამაშო დღის შემდეგ ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი (2371)ჩაუდგა სათავეში.ხუთი ტურის შემდეგ მის აქტივში ოთხი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრეა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-IV ადგილებს ინაწილებენ: სოფიკო ხუხაშვილი (2303),ალექსანდრა ვახანია (2188) და ნინო ხომერიკი (2320).მომდევნო ტურში ერთმანეთს: ვახანია-ხოტენაშვილი და ხუხაშვილი - ხომერიკი დაუპირისპირდება.
ქალთა ასპარეზობაზე 32 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის ორი ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ოთხი ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ექვსი ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატი, ერთი ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი და ერთი ფიდეს ოსტატი.
საპრიზო ფონდი 8750 ლარს შეადგენს რომელიც შემდეგნაირად განაწილდება:
1- 2500; 2- 1750; 3- 1200; 4 – 1000; 5 – 700; 6 – 500; 7 - 300
U14 – 200
ELO 2000< - 200
ELO 1800 < -200
ELO 1400 < - 200

- სათაური: ხოტენაშვილი დაწინაურდა!
- ავტორი:
- თარიღი: 07-09-2019 11:28 PM
- Tags: