ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხოტენაშვილმა მესამეზე გადაინაცვლა!

ევროპის ქალთა ჩემპიონატის მერვე ტურში  ბელა ხოტენაშვილმა  იტალიელი მარინა ბრუნელო 27-ე სვლაზე დაამარცხა და 6 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა! პირველობას 6,5-6,5 ქულით ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) და ინა გაპონენკო (უკრაინა) ინაწილებენ. მომდევნო ტურში ბელას მეტოქე ფრანგი მარია სება იქნება.

 

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

26.ნანა ძაგნიძე - 5 ქულა;

36. მერი არაბიძე - 5 ქულა;
65. ნინო ბაციაშვილი - 4 ქულა;
73. სალომე მელია - 4 ქულა;
68. სოფიკო ხუხაშვილი - 4 ქულა;
84. მირანდა მიქაძე - 3,5 ქულა;
106. ეკატერინე ფიფია - 3 ქულა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიის  მე-2 და მე-3 ნომრად ქართველი მოჭადრაკეები არიან განთესილები: 2017 წლის ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: ხოტენაშვილმა მესამეზე გადაინაცვლა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-04-2019 3:41 AM
  • Tags:
Top