ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაება

31  მაისიდან, რუსეთის ქალაქ ყაზანში სტარტს აიღებს პრეტენდენტთა ტურნირი,სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე. 

პლანეტის  8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს 18 ივნისამდე ორ წრედ შეეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული  მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩის  თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს. სათამაშო დღეები:31 მაისი -2 ივნისი; 4-6, 8-10, 12-14, და 16-17 ივნისი; თაი-ბრეიქი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი ადგილობრივი დროით - 15:00 საათი.

30 აპრილს, მოსკოვში,  ფიდეს პრეზიდენტ არკადი დვორკოვიჩისა და ფიდეს საპატიო ვიცე-პრეზიდენტის, იუდიტ პოლგარის მონაწილეობით გამართულ  წილისყრის შემდეგ მონაწილეები შემდეგნაირად განლაგდნენ:

1.ვალენტინა გუნინა   (რუსეთი)

2.ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)

3.ალექსანდრა გორიაჩკინა  (რუსეთი)

4.კატერინა ლაგნო    (რუსეთი)

5.ნანა ძაგნიძე            (საქართველო)

6.მარია მუზიჩუკი    (უკრაინა)

7.ანა  მუზიჩუკი        (უკრაინა)

8.ტან ჩჟუნი                (ჩინეთი)

აღსანიშნავია, რომ ტურნირში სამი მსოფლიოს ექსჩემპიონი მონაწილეობს:  კოსტენიუკი (2008-2010), მარია მუზიჩუკი (2015-2016) და ტან ჩჟუნი (2017-2018)

პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გუნინა - ლაგნო; კოსტენიუკი - გორიაჩკინა, ძაგნიძე - ტან ჩჟუნი და ორი და მუზიჩუკი.

18 ივნისს გამოვლენილი გამარჯვებული ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მატჩს ითამაშებს . ასპარეზობის საპრიზო ფონდი 500 000 ევროს შეადგენს.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაება
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-05-2019 1:41 AM
  • Tags:
Top