
საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’ ოფიციალურ ვეგვერდზე ყოველთვიური რეიტინგები გამოქვეყნდა. მსოფლიოს 100 უძლიერესს ვაჟთა ასეულს, მომქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს 2863 ქულით.ხოლო ქალთა შორის ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი - 2658 ქულით.
სარეიტინგო ცვლილებებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ჭადრაკის ლიდერის, ნანა ძაგნიძის მნიშვნელოვანი მატება. ლოზანის გრან პრიზე ნაჩვენები ფენომენალური შედეგის შემდეგ, ნანამ საკუთარ ელო-რეიტინგს 17 (!) შემატა და მსოფლიოს უძლიერესს მოჭადრაკეთა ტოპ-ათეულში მყარად დაიმკვიდრა ადგილი!აღსანიშნავია, რომ მაღალი დონის ტურნირებზე საკმაოდ რთული და იშვიათია მსგავსი რეიტინგული მატება.
ნანა ძაგნიძის გარდა მსოფლიოს საუკეთესო ქალთა ასეულში შემდეგი ქართველი მოჭადრაკეები იმყოფებიან:
17.ლელა ჯავახიშვილი (2475)
25.ბელა ხოტენაშვილი (2458)
26.ნინო ბაციაშვილი (2457)
38.მერი არაბიძე (2428)
92.სალომე მელია (2370)
ხოლო ვაჟთა ასეულში საქართველოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იმყოფება. ივან ჩეპარინოვი 2686 ქულით 45-ე ადგილზეა.

- სათაური: ძაგნიძე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა შორისაა!
- ავტორი:
- თარიღი: 02-04-2020 10:42 PM
- Tags: